29 апр. 2015 г.

პოლიციამ ეს ტელეფონი დაღუპულის კალთაში იპოვნა


SMS, WhatsApp, Facebook: საჭესთან ტექსტების კრეფა უკვე მთელ მსოფლიოში მოდებული, სასიკვდილო სენია...
ფოტო, რომელსაც ხედავთ, ნამდვილი ბოლოთქმაა. ბოლოთქმა პირდაპირი გაგებით, ტრაგიკული დასასრულით. სიცოცხლის დასასრულით! ოღონდ, არა ნათქვამი, არამედ დაწერილი, უფრო სწორად, აკრეფილი სიტყვებით.

მობილურ ტელეფონში ვკითხულობთ დაწყებულ, მაგრამ დაუმთავრებელ ტექსტურ შეტყობინებას. ავტორმა ეს მესიჯი იმის გამო ვერ დაამთავრა, რომ მისი ავტომობილი ყოველგვარი დამუხრუჭების გარეშე შეეჯახა შემხვედრ ავტომობილს. ავტორი დაიღუპა! დარჩა მობილური ტელეფონი დაუმთავრებელი მესიჯით, რომლის შინაარსი ასეთია: ”ჰეი, ცოტა დამაგვიანდა. გზაში ვარ. დრ...”

ავარია რომ არ მომხდარიყო, 24 წლის გოგონა ამ მესიჯს სავარაუდოდ ასე დაამთავრებდა: ”...დროებით, ჯესიკა.” ან ”დროებით, შენი ჯესიკა.” ან ”დროებით. გკოცნი. ჯესიკა.”

ეჭვგარეშეა, რომ ავარიის მიზეზი სწორედ ეს დაუმთავრებელი ტექსტური შეტყობინებაა. კიოლნის პოლიციამ მობილური ტელეფონი დაღუპული ჯესიკას კალთაში იპოვნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий