დღეს გამთენიისას რუსულმა მედიამ, სამართალდამცველ უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მსახიობ კოტე თოლორდავას სიკვდილის გარემოებების შესახენ პირველი ინფორმაციას გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასს"-ის ინფორმაციით, კოტე თოლორდვას ცხედარი სამართალდამცველებმა მოსკოვის სასტუმროს ნომერში 11 აპრილს 16:00 აღმოაჩნეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის გამთენიისას გარდაიცვალა. "გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა ამ დროისათვის შემოწმება მიმდინარეობს" განუცხადა სააგენტოს ჟურნალისტს კონფიდენციალურმა წყარომ.
კოტე თოლორდავა მოსკოვში გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად 9 აპრილს ჩავიდა და ის რამდენიმე დღეში უკან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.
მოსკოვში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები უკვე ესაუბრნენ იმ საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს, რომლთა მიწვევითაც თოლორდავა რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. გადმოსვენების პროცედურების გარკვევა ორშაბათს 13 აპრილს დაიწყება.
~ მოგეწონათ სიახლე ? გაუზიარეთ მეგობრებს ))
Комментариев нет:
Отправить комментарий