20 апр. 2015 г.

10 უტყუარი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც აბსოლუტურად ყველა ადამიანის მართვას შეძლებთ


    რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანის მართვის სურვილი? მიზეზი შეიძლება ბევრნაირი მოიძებნოს. ზოგს პირადი გამორჩენა ამოძრავებს, ზოგს უბრალოდ სიამოვნებს ადამიანით თამაში. ასეა თუ ისე, სხვა ადამიანზე ზემოქმედება მაინც იდუმალ უნარებთან ასოცირდება. არადა ეს არც ისე რთულია. წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომ ეს მოახერხოთ.



1. ადამიანს აუცილებლად სახელით მიმართეთროცა სხვისგან თავისი სახელი ესმის, პიროვნებას ეს განსაკუთრებით სიამოვნებს და იზიდავს. სახელი ხომ დაბადებიდან ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი ხსენება ფაქტობრივად, ადასტურებს ამათუიმ ადამიანს არსებობას ამ ქვეყანაზე. თუ მოსაუბრისგან რაღაცის მიღება გსურთ, მიმართვა აუცილებლად მისი სახელის ხსენებით დაიწყეთ.

2. მოუსმინეთაუცილებლად ბოლომდე და ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანს, თუნდაც იცოდეთ, რომ ცდება. მაშიონვე ნუ მიახლით, რომ მისი აზრი მცდარია, ჯერ რაიმეში დაეთანხმეთ (მისი საუბრიდან რაღაც ხომ მაინც იქნება თვენი მოსაწონი, თუნდაც ბანალური და საყოველტაოდ აღიარებული აზრი), მისი საუბრიდან შეარჩიეთ ის დეტალები, რაზეც საერთო აზრი გაგაჩნიათ. შემდეგ თქვენი აზრი მოახსენეთ და თანამოსაუბრე ბევრად უფრო შემრიგებლური განწყობით მოისმენს და მიიღებს მას.

3. თახმობის ნიშნად თავი დაუქნიეთთავის დაქნევა საზოგადოებაში თანხმობის ნიშნად არის მიღებული. შესაბამისად, როცა რამეს ეუბნებით, პარალელურად თავის დაკვრით თანამოსაუბრეს ვუბიძგებთ გააცნობიეროს, რომ მართალი ვართ. ამ მეთოდის წყალობით, პარტნიორს ბევრ რამეზე დაითანხმებთ.

4. გაიმეორეთ მოსაუბრის აზრებიამით ფსიქოლოგები კარგად სარგებლობენ. ადამიანს ჯერ ყურადღებით მოუსმენენ და შემდეგ მისი ნაამბობის პერეფრაზირებას ახდენენ. ამით მოსაუბრესთან გარკვეულ კავშირს ამყარებენ. სცადეთ და ნახავთ, რომ მოსაუბრე ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს თქვენს გვერდით თავს და თქვენს აზრებსაც უფრო გაიზიარებს.

5. ეპირფერეთპირფერობა, ანუ როგორც უმეტესობა უწოდებს, "შეტენვა" მხოლოდ იმ ადამიანებთან გამოგადგებათ, ვისაც თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. მათ ისედაც იციან, რომ "მაგრები" არიან და თქვენს ნათქვამს ამის ბუნებრივ დადასტურებად იღებენ. სამაგიეროდ, იმ ადამიანთან, ვინც არ არის თავდაჯერებული ან ზედმეტი ქედმაღლობა არ სჩვევია, ეს მეთოდი "გაგყიდით" და უფრო არასაიმედო პიროვნებად აღგიქვამენ.

6. გაიმეორეთ ჟესტებიმოსაუბრის ქცევების გამეორება, ისევე როგორც ნაამბობის პერეფრაზირება, ადამიანებს შორის ურთიერთნდობის მოპოვებაში სეიოზულ როლს თამაშობს. ზოგიერთი ამას ავტომატურად სჩადის, რადგან ინსტინქტი კარნახობს, რომ ადამიანი მეტად ენდობა მას, ვინც მეტად ჰგავს. მისი ჟესტიკულაციის გამოყენებით თქვენ "მისიანი" ხდებით.

7. შესთავაზეთ ის, რაზეც უარის თქმა ძალიან ძნელიაეს ტექნიკა ადამიანის "ვალში ყოფნის" შეგრძნებაზე მუშაობს. ამ ფანდის შემდეგ ჯერ რაიმე ძალიან უბრალო სთხოვეთ. შემდეგ კი შეგიძლიათ ფრო "რთულ ამოცანებზეც" გადახვიდეთ. როგორც წესი, უარს არ ამბობენ ხოლმე.

8. დაღლილი თანამოსაუბრე თქვენი კოზირიაგადაღლილი ადამიანისგან სასურველი პასუხის მიღება უფრო ადვილია. როცა ადამიანი ძალაგამოცლილია, ფსიქოლოგიოური ენერგიაც ეცლება და უფრო დამყოლი ხდება სხვისი მოთხოვნების მიმართ. შეიძლება იმ წუთშივე ვერ შეგისრულოთ თხოვნა, თუმცა დაპირებაც საკმარისია, რაზეც დასვენების შემდეგაც ვეღარ იტყვის უარს.

9. ითხოვეთ დახმარებადახმარების თხოვა ნუ მოგერიდებათ. ისინიც კი შეაწუხეთ, ვინც თქვენი ახლო მეგობარი არ არის. თხოვნა შეიძლება წვრილ-წვრილი ნაკლებშემაწუხებელი იყოს, სამაგიეროდ დიდი სანსია, რომ მომავალშიც შეასრულებს თქვენს თხოვნებს.

10. მოითხოვეთ მეტისთხოვეთ ადამიანს რაიმე ძალიან ღირებული, რაზეც იცით, რომ ნამდვილად უარს გეტყვით. მატრთლაც უარს გეტყვით, სამაგიეროდ ცოტა ხნის შემდეგ ტქვენი ნამდვილი თხოვნა გაანდეთ და იმის გამო, რომ ერთხელ უარი გითხრათ, ძალიან დიდი სანსია, რომ ამ თხოვნაზე უარს აღარ გეტყვით.



~ მოგეწონათ სიახლე  ?  გაუზიარეთ მეგობრებს ))

Комментариев нет:

Отправить комментарий